შალვა პაპუაშვილი – დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დაგვმოძღვრა – ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში

Read Time:1 Minute, 1 Second

დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დაგვმოძღვრა – ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ტრიბუნიდან „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის გამოსვლას, სადაც მან ისურვა, რომ დღეს იქნებოდა ბოლო შემთხვევა, როცა დეპუტატს კოლეგები მიუთითებენ, რომელ სხდომას დაესწრონ და რომელს არა.

პაპუაშვილის თქმით, ნაცვლიშვილს რომ საკუთარი ვალდებულებები სცოდნოდა, გუშინდელ კომიტეტის სხდომას დაესწრებოდა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელეს და საკუთარ არგუმენტებს იქ წარმოადგენდა.

„დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა ტრიბუნიდან დაგვმოძღვრა, რომ არ შეიძლება დეპუტატებს მოვუწოდებდეთ, რომ ისინი უნდა ისხდნენ სხდომათა დარბაზში და ისურვა, რომ ეს ყოფილიყო ბოლო ასეთი შენიშვნა ჩვენი მხრიდან. ამის საფუძვლად მოიყვანა კონსტიტუცია, რომელიც მას ხელშიც ეჭირა, მაგრამ სამწუხაროდ, არ იცნობს ალბათ მეორე წიგნს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრისთვის, ეს არის პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც ზუსტადაც ადგენს, რომ პარლამენტის წევრი უნდა იჯდეს დარბაზში, თუ არ ზის, სანქციებსაც კი ადგენს. ასე რომ, ქალბატონ ანას ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში და აქ არის სწორედ გაწერილი, რომ მან უნდა იაროს კომიტეტის სხდომებზეც, გაცდენა თუ არასაპატიოა, ამაზეც სანქციებია, ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა მას რომ სცდონოდა, გუშინ იქნებოდა კომიტეტის სხდომაზე და იმ პრეტენზიებს, რომელიც დღეს წამოეყენა, შეძლებდა გაეჟღერებინა უპირველეს ყოვლისა კომიტეტის სხდომაზე და იქ შეძლებდა საკუთარი სამართლებრივი არგუმენტების მოყვანას,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი – გუშინ გაოგნებული ვიყავი, კოლეგებს, რომლებიც წინა დღეს პარლამენტში იყვნენ, თურმე კორონავირუსი არ აინტერესებთ და ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე არ მოვიდნენ
Next post კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ წინააღმდეგ საჩივარი არ დააკმაყოფილა