კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ წინააღმდეგ საჩივარი არ დააკმაყოფილა

Read Time:43 Second

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შესახებ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საჩივრის ავტორები მაუწყებლის სამართალდამრღვევად ცნობას და დაჯარიმებას ითხოვდნენ.  საქმე ეხება გადაცემა „დროებაში“ 2021 წლის 7 მარტს 22 საათსა და 07 წუთზე გასულ სიუჟეტს „13 მარტიდან ჩცდ ბრუნდება“, სადაც მსახიობი შოთა ნოზაძე მაყურებელს თავისი პერსონაჟის დამახასიათებელი ლექსიკის გამოყენებით მიმართავს  და სერიალის ყურებისკენ მოუწოდებს.

კომუნიკაციების კომისიამ საკითხის განხილვისას იმსჯელა და მიიჩნია, რომ სიუჟეტში მსახიობმა დააანონსა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის დაწყება და მოწოდებისას საკუთარი პერსონაჟი, თენგო მაზიაშვილი განასახიერა. აღნიშნული პერსონაჟისთვის კი სპეციფიური ლექსიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენება დამახასიათებელია. კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია სერიალის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინის კონტექსტით გამართლების საფუძველია. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დროების“ სიუჟეტი ეთერში  22საათსა და 07 წუთზე გავიდა, შესაბამისად, დაცულია კანონით დადგენილი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც 12 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებელი ლექსიკა 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დაგვმოძღვრა – ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში
Next post სოზარ სუბარი – ოპოზიციამ საჭიროდ არ ჩათვალა მოესმინა, რა კეთდება ქვეყნის მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით, მათ ორი ინტერესი აქვთ – როგორ გამოეყვანათ კრიმინალი რურუა ციხიდან და როგორ დატოვონ მელია ციხეში