საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

Read Time:1 Minute, 17 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების
ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო
აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო კონკურსის – Research Stays for University
Academics and Scientists – გამარჯვებულია. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, პროფესორ ლილი პეტრიაშვილის კვლევა – „ბიზნესპროცესების მენეჯმენტის
მონიტორინგი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – ქართველ მეცნიერთა მიერ
საკონკურსოდ წარდგენილ თემებს შორის ერთ-ერთია, რომელიც DAAD-ის სტიპენდიანტთა
შესარჩევმა კომისიამ საუკეთესოდ მიიჩნია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
განცხადებით, თითოეული წარმატება, რომელსაც სტუ-ის მეცნიერები და სტუდენტები
საერთაშორისო კონკურსებში მოიპოვებენ, ზრდის უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო
პროცესების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობებს.
„ვულოცავთ ჩვენს კოლეგასა და „იმს“ ფაკულტეტს მორიგ წარმატებას! პროფესორი ლილი
პეტრიაშვილი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, ტექნიკის და
ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის სამეცნიერო-სარედაქციო კომიტეტის წევრია, Volkswagen-ის
ფონდისა და DAAD-ის სტიპენდიანტია. მისი კვლევითი სფერო საკმაოდ ფართოა და მოიცავს
მონაცემთა დამუშავება-ანალიზს, CASE, Grid და Blockchain ტექნოლოგიებს, ინტელექტუალურ
სისტემებს მიწოდების ჯაჭვში და ა.შ. დარწმუნებული ვართ, DAAD-ის საგრანტო კონკურსში
გამარჯვება სასურველ შედეგებს მოუტანს როგორც მეცნიერს, ისე, ჩვენს უნივერსიტეტსა და
სტუდენტებს. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუდამ
მზად არის, ხელი შეუწყოს საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის გააქტიურებას და
მხარდაჭერა აღმოუჩინოს მეცნიერებს კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესში“, –
აღნიშნავს დავით გურგენიძე.
როგორც DAAD-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის
სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ლილი პეტრიაშვილი აღნიშნავს, სამეცნიერო
გრანტი მას შესაძლებლობას მისცემს, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, გერმანელ
მეცნიერებთან კოლაბორაციით, გეორგ ზიმონ ომის ნიურნბერგის ტექნიკურ უნივერსიტეტში
(Technische Hochschule Nürnberg Georg Simon Ohm, გერმანია) საკვლევ თემაზე მუშაობა
განაგრძოს, კვლევის შედეგები კი, როგორც ერთ-ერთი სიახლე, სამომავლოდ, საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, შესაბამის
სასწავლო კურსში აისახოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა