ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

Read Time:27 Second

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელია გახდა.

ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია და კარიერაში კონტინენტის გამარჯვებული მეორედ გახდა.

ტურნირის ფინალურ ბლოკში რამდენიმე წუთში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან გთავაზობთ. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: არ მოტყუვდეთ, მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში – ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს
Next post ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა