ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მეტოქეები ცნობილია – ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხზე

Read Time:1 Minute, 15 Second

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

გაიმართა პირველობის წილისყრა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა. შეჯიბრებაზე მედლების მოპოვებას 15 ქართველი სპორტსმენი (9 კაცი, 6 ქალი) შეეცდება.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრიდან იჭიდავებს, სადაც მარკუს აუერსა (ავსტრია) და დანი კლაჩარს (ხორვატია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი ხორვატ რობერტ კლაჩარსა და ესპანელ ხავიერ პენა ინსაუსტის წყვილში გამარჯვებულს, ხოლო გიორგი ჩიხელიძე ბულგარელ დენისლავ ივანოვს დაუპირისპირდება.

81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილის პირველი მეტოქე ფრანგი ალფა ომარ ჯალოსა და ბერძენი ტეოდოროს დემურციდისის ორთაბრძოლის შემდეგ გაირკვევა.

90 კგ-ში ლაშა ბექაური უნგრელ როლანდ გოზს დაუპირისპირდება, გიორგი ჯაბნიაშვილი კი რუმინელ ვლად ვისანს.

100 კგ-ში ილია სულამანიძე გერმანიის სახელით გამომსვლელ გიორგი უძილაურსა და ბელგიელ თომა ნიკიფოროვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

+100 კგ-ში გურამ თუშიშვილის მეტოქე პოლონელ კასპერ შჩუროვსკისა და ავსტრიის სახელით მოასპარეზე მოვლი ბორჩაშვილს შორის გამარჯვებული იქნება, საბა ინანეიშვილი კი ნიდერლანდელ იურ სპიიკერს შეხვდება.

57 კგ-ში წონის პირველი ნომერი ეთერ ლიპარტელიანი იტალიელ ტაუნი კაპანი დიასს შეხვდება, ნინო ლოლაძე (57 კგ) კი ესპანელ მარტა გარსია მარტინს, ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) მოლდოველ დანიელა ტკაჩის, მარიამ ჭანტურია (70 კგ) ბრიტანელ კელი პეტერსენ პოლარდს, ნინო გულბანი (70 კგ) სერბ იოვანა ჩაკარევიჩს, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) ლიეტუველ სანდრა იაბლონსკიტეს დაუპირისპირდება.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ელენე ხოშტარია: არა რუსულ მთავრობას – ეს არჩევანი ამ ქვეყანას 100 წლის წინ აქვს გაკეთებული
Next post მიხეილ ყაველაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე: ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის არ არის მორჩილი და ეწინააღმდეგება იმას, რაც მის ინტერესში არ შედის