ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას

Read Time:37 Second

“დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! – ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საქართველოს!”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა აირჩია ეროვნული თვითმყოფადობის გზას, რომელსაც რწმენით და ქართული ენის გაფრთხილებით აშენებს.

“29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე, გავარღვიეთ 30 წლიანი ჩაკეტილი წრე და ვირჩევთ ახალ გზას – ილია ჭავჭავაძის გზას, მერაბისა და ზვიადის ნანატრ გზას, ეროვნული თვითმყოფადობის გზას, რომელსაც რწმენით, ქართული ენის გაფრთხილებითა და მამულისათვის თავდადებით ვაშენებთ!

ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საქართველოს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა – კახური ტრადიციული მეღვინეობა ჯგუფის დამფუძნებელი
Next post მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე