რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო

Read Time:24 Second

სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live-ის“ წამყვანის კითხვას – ვიხილავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს მალე არა „ვივა მედის“ კლინიკაში, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში.

“ყველაფერი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც იქნება ექიმების რეკომენდაცია. ჩვენ ამის არ გვეშინია. პირიქით, აღვასრულებთ სამართალს და ვამბობთ ძალიან ხაზგასმით, რომ მსჯავრდებული პატიმარი იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო. ის დაბრუნებული იქნება იქ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანუკა ჟორჟოლიანი: რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ
Next post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსში“ გამარჯვებული სასკოლო გუნდები გამოავლინეს