საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

Read Time:58 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე,
საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს
წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრარული
ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის,
ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის – პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო
და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ მეცნიერსა და ღვაწლმოსილ პედაგოგს,
აკადემიური საბჭოს წევრს, ერთგულად რომ ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტს, აგრარულ მეცნიერებას, ზრდიდა პროფესიონალთა თაობებს, უშურველად
გასცემდა სიკეთესა და სიყვარულს.
პროფესორი იოსებ სარჯველაძე 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა აგრარული ტექნოლოგიების
დეპარტამენტს, რომელიც უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების
ინჟინერინგის ფაკულტეტის შექმნათან ერთად ჩამოყალიბდა; ხუთ ათეულ წელზე მეტი
იკვლევდა სხვადასხვა კულტურებს, მუშაობდა ეკოლოგიურად უვნებელი პროდუქტების
წარმოებასა და დაავადებათა გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებზე; იყო მრავალი
საერთაშორისო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე, 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის
ავტორი, ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვებწარმოების დარგობრივი ჯგუფის
ხელმძღვანელი. ბატონ იოსებს, განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭა ღირსების
ორდენი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ძვირფასი
მეგობრისა და კოლეგის – ბატონი იოსებ სარჯველაძის ოჯახს, აგრარული მეცნიერებებისა და
ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
Next post რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა