რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა

Read Time:39 Second

უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა.

მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდადებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე

18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ევროპული სასამართლოს მიერ, იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ დღეს გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღვნიშნავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდადებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, კერძოდ ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე.

ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ,  ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობონ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის აქტი“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
Next post ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]