თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას

Read Time:51 Second

საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ჩიბურდანიძე თბილისში გუშინ გამართულ აქციას და ამ აქციაზე პოლიციელების ქმედებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული პოლიცია ევროპულ სტანდარტზეც კი მაღლა დგას.

„გუშინ, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების ყურებისას, თვალწინ მიდგებოდა ევროპულ სახელმწიფოებში და ამერიკაში მსგავსი მიტინგების დროს პოლიციის მკაცრი ქმედება. საფრანგეთში ამაზე ბევრად დიდი საპროტესტო აქციები თითქმის ყოველ კვირაში იმართება და ვხედავთ, როგორ იყენებს პოლიცია ძალას მათ დასაშლელად. ქართულმა პოლიციამ მთელი ამ დღეების განმავლობაში აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას. პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, პოლიციამ არ მისცა მათ ამის საშუალება.

თუმცა, არ ვიცით, როდემდე გასტანს მათი მცდელობა, გაამძაფრონ პროვოკაციები და პოლიციამ კანონის სრული დაცვით იმოქმედონ. საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში. უპირველეს ყოვლისა იმათ, ვინც ვითომ დემოკრატიის დაცვით უცხო ძალების მონობისთვის იმეტებს ქვეყანას. მათი ზრახვები ფუჭია და ამის აღსრულებას ვერ შეძლებენ, მაგრამ ხომ ცდილობენ არიონ ქვეყანა? ფაქტია, ვიღაცას გარედან საქართველოში სისხლისღვრა სურს“, – წერს ჩიბურდანიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
Next post “თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში