“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში

Read Time:18 Second

ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება.

კამათი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის გამოსვლამ გამოიწვია. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს კორექტულობისკენ მოუწოდა.

„თქვენი მიზანია პროვოკაცია. დასვით შინაარსობრივი საკითხები, კორექტულად“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს გაფრთხილება მისცა, ვინაიდან, მისი განმარტებით, იგი კომიტეტის თავმჯდომარის მითითებებს არ ემორჩილება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
Next post საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საზოგადოებას სიტყვით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს