ალეკო ელისაშვილი – გუშინ გაოგნებული ვიყავი, კოლეგებს, რომლებიც წინა დღეს პარლამენტში იყვნენ, თურმე კორონავირუსი არ აინტერესებთ და ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე არ მოვიდნენ

Read Time:1 Minute, 9 Second

გუშინ გაოგნებული ვიყავი, კოლეგებს, რომლებიც წინა დღეს პარლამენტში იყვნენ, თურმე კორონავირუსი არ აინტერესებთ და ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე არ მოვიდნენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ალბათ, ოპოზიცია ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობით კმაყოფილია და „მინისტრის საათის“ ფორმატში მის მოსმენას ამიტომ არ დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას მან ასევე „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს მიმართა.

„ქალბატონო ანა, ჩვენ აქ როლების განაწილებაზე კი არ ვლაპარაკობთ, უპასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა ლევანი. „ქართული ოცნების“ გასაგონად ვამბობ, მე იურისტი არ ვარ. ერთი არის ფაქტი, მთელი მსოფლიო იყო ჩართული, ევროპელი მაღალჩინოსნები ათ-ათი საათით იყვნენ ჩვენთან ოთახში ჩაკეტილი და ძლივს მივაღწიეთ შეთანხმებას. ვითარება ძლივს დავაშოშმინეთ და ამ დროს ასეთი იდეის და კანონპროექტის შემოტანა არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვაკეთებდით. დრო ხომ უნდა შეარჩიოთ, არა? ეს არის გამაღიზიანებელი იდეა. ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის ცეცხლის დამსხმელი.

ახლა რაც შეეხება ჩემ ძვირფას კოლეგებს. სამშაბათს ხომ შემოხვედით. თავს ვებრძოდი, რომ ზოგიერთისთვის ის არ მეთქვა, რისი თქმის უფლებაც მქონდა და თავი შევიკავე, რომ კორექტული ვყოფილიყავი. სამი თვე რომ გვლანძღავდით იმიტომ, რომ პირველებმა გადავდგით სწორი და აუცილებელი ნაბიჯი და მერე თქვენც რომ შემოხვედით. გუშინ ვიყავი გაოგნებული და თვალებს ვერ ვუჯერებდი, ერთი წელია პირბადეებით დავდივართ, არ ვიცით, რა გველის, როდის შემოვა ის მილიონი დოზა, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. მოვიდა ჯანდაცვის მინისტრი და ის კოლეგები, რომლებიც წინა დღეს იყვნენ სხდომაზე მოსულები, თურმე მათ კორონავირუსი არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, თქვენ ტიკარაძის საქმიანობით კმაყოფილები ხართ. აგაშენებთ ღმერთი, თავიდან გეთქვათ. რატომ სხედხართ მაშინ ოპოზიციაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ყოველი 300 ვაქცინირებული ერთი ადამიანის გადარჩენას ნიშნავს
Next post შალვა პაპუაშვილი – დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დაგვმოძღვრა – ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში