მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილმა ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ახლა დედა – ალბათ რაღაც გადახრა უნდა გქონდეს, შეიძლება ფსიქოლოგიური

Read Time:57 Second

სააკაშვილმა ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ახლა დედა, არ მგონია, ნორმალური, ჯანსაღი აზროვნების ადამიანი დაუპირისპირდეს ოჯახის ინსტიტუტს, მე ასეთი არ მსმენია, ალბათ რაღაც გადახრა უნდა გქონდეს, შეიძლება ფსიქოლოგიური, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტვ „იმედის“ თოქშოუში „არენა“.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებაში გვყავდა მმართველი, რომელიც წარმოაჩენდა, რომ იყო ლიდერი, რისკზე წამსვლელი, ეს ყველაფერი კი მხოლოდ პიარი იყო. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ სიბინძურეს იკადრებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

„ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს იკადრებს, თუ რამე სიბინძურე არსებობს, ალბათ არის კიდევ შესაძლებლობები მათ თავებში, რომ მოიგონონ და რადაც არ უნდა დაუჯდეთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. სააკაშვილი ვითომ პროდასავლურ ლიდერად ითვლებოდა, რომ გადავავლოთ თვალი მის მოღვაწეობას, მის ნარჩენებს გვარამიას სახით და დღეს ოპოზიციურ ფლანგზე გაშლილ მათ ანასხლეტებს, ეს არის ადამიანი, რომელმაც ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ზუგდიდში ორჯერ დააყენა სანდრა, ახლა – დედა. ხელისუფლებაში გვყავდა მმართველი, რომელიც თითქოს წარმოაჩენდა, რომ ის იყო ლიდერი, რისკზე წამსვლელი, ეს ყველაფერი იყო ტელევიზიით და პიარით ნაჩვენები, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, წარმოიდგინეთ გორში მისი გაქცევა, სად უნდა იზრდებოდეს, რომელ სოციუმში საქართველოში ადამიანი, რომ უმაღლესი მმართველი, რომელსაც სტუმარი თან ახლავს, თვითმფრინავის ხმაზე გარბის შეშინებული, დაცვა მისდევს და მას კიდევ შეიძლება ჰქონდეს გამოჩენის და მმართველ ძალაში დაბრუნების პრეტენზია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის მერიამ კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოაცხადა
Next post კომუნიკაციების კომისიამ EPRA-ს მედიაწიგნიერების პირველ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა