კომუნიკაციების კომისიამ EPRA-ს მედიაწიგნიერების პირველ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

Read Time:48 Second

როგორ ვითარდება მედიაწიგნიერება, რა გამოწვევები არსებობს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების მიმართულებით, რა მნიშვნელობა აქვს ერთიანი ქსელის შექმნას და როგორია მედიაწიგნიერების განვითარების გეგმები საქართველოში – ამ თემებზე კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წევრი ორგანიზაციების ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ყოველწლიური შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წელს პირველად დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით, ორგანიზაციებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საუკეთესო პრაქტიკები განიხილეს.

ნათია კუკულაძემ პარტნიორებს კომუნიკაციების კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ასევე, კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ერთიანი ქსელის განვითარებისთვის სხვადასხვა დაგეგმილი ღონისძიების, მათ შორის,  ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმის შესახებ, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები იქნება განთავსებული. ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმა მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, ერთიან სივრცეში ჰქონდეს წვდომა მედიაწიგნიერების ყველა საკითხზე.

შეხვედრაში, რომელსაც მედიაწიგნიერების მიმართულებით ბრიტანელი ექსპერტი მარტინა ჩეპმენი და EPRA-ს თავმჯდომარის მოადგილე მარია დონდე უძღვებოდნენ, მოხსენებით ფლანდრიის ციფრული და მედია წიგნიერების ცენტრის კოორდინატორი ენდი დემეულენარი, შვედეთის მედიის საბჭოს მთავარი მრჩეველი მარტინა ვაგნერი, ბოსნია და ჰერცოგოვინას კომუნიკაციის მარეგულირებელი სააგენტოს მედიაწიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი ლეა ჩენგიჩი გამოვიდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილმა ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ახლა დედა – ალბათ რაღაც გადახრა უნდა გქონდეს, შეიძლება ფსიქოლოგიური
Next post ამირან გამყრელიძე: ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა