ამირან გამყრელიძე: ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა

Read Time:1 Minute, 6 Second

გაფართოებული ტესტირების დროს დღეს დილისთვის 11 ათასამდე ტესტირება გვქონდა, ეს ნიშნავს, რომ ინფექცია თითქმის არ გვეპარება. ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულ ადამიანებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში საგრძნობლად არის გაზრდილი PCR ტესტის მაჩვენებელი.

„დღევანდელი რიცხვით იანვრიდან PCR ტესტის რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, მილიონ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს 136 818 ტესტი, რაც გახლავთ ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ შუა ხაზზე ვართ და ეს ნიშნავს, რომ გაფართოებული ტესტირების დროს, დღეს დილისთვის 11 ათასამდე ტესტირება გვქონდა, ეს ნიშნავს რომ ინფექცია თითქმის არ გვეპარება. ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულ ადამიანებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც სწორედ გამოსავლის კარგი წინაპირობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში COVID-19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კომუნიკაციების კომისიამ EPRA-ს მედიაწიგნიერების პირველ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
Next post „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ლანჩხუთში მოსახლეობას შეხვდა