თბილისის მერიამ კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოაცხადა

Read Time:33 Second

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოცხადდა. კონკურსი გამოცხადებულია შემოქმედებითი ​მეწარმეობის შემდეგი მიმართულებებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიოვიზუალური ხელოვნება და ვიზუალური ხელოვნება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია შემოქმედებითი ​მეწარმეობის შემდეგი მიმართულებებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიოვიზუალური ხელოვნება და ვიზუალური ხელოვნება. კონკურსის მიზანია დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და სფეროში ჩართული ხელოვნებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზება. ამ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ თანადაფინანსების წილი. პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის ტექნიკა, ინვენტარი, მოწყობილობაც არის შესაძლებელია. განაცხადის შეტანა 18 სექტემბრამდეა შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაია: ინფიცირების ძირითადი ნაწილი აჭარაშია, დანარჩენ რეგიონებში ლოკალიზაციისკენ მივდივართ
Next post მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილმა ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ახლა დედა – ალბათ რაღაც გადახრა უნდა გქონდეს, შეიძლება ფსიქოლოგიური