მამუკა მდინარაძე – სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდით – ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის სამართლებრივ დევნას

Read Time:39 Second

სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდით – ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პოლიტიკურ შეფასებებზე არგუმენტირებული პასუხები უნდა გასცეს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციას ურჩევნია არგუმენტებითვე უპასუხონ იმ პოლიტიკურ შეფასებას, რაც პრეზიდენტის მიმართ იქნა გამოთქმული, მათ შორის შეწყალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, ნაცვლად პოლიტიკური სპეკულაციებისა, მართებს ასეთივე არგუმენტირებული პასუხები გასცეს იმას, რაც განაცხადა არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, არამედ მრავალმა დეპუტატმა გუშინ. როდესაც მეორე მხრიდან მოდიოდა აბსოლუტურად სპეკულაციური საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას შეუზღუდეს სიტყვის თავისუფლება და ეს იყო რეგლამენტის არასწორად ინტერპრეტირების ფონზე, მოდით, ნუ შეგვიზღუდავს ნურავინ ასეთივე პოლიტიკური შეფასებების საშუალებას. კეთილი ინებონ, ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს სამართლებრივი პროცედურების დაწყებას პრეზიდენტის მიმართ. პასუხი გასცენ პოლიტიკურ შეფასებაზე არგუმენტებით, თუ ასეთი არგუმენტები აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სუს-ის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა
Next post ირაკლი ხმალაძე – მერიის სამი თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემა მაგალითი იქნება თანამშრომლებისთვის, რომელთაც რაიმე ცუდი აქვთ ჩაფიქრებული