ირაკლი ხმალაძე – მერიის სამი თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემა მაგალითი იქნება თანამშრომლებისთვის, რომელთაც რაიმე ცუდი აქვთ ჩაფიქრებული

Read Time:46 Second

თბილისის მერიის სამი თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემა შეიძლება იყოს კიდევ ერთი მაგალითი იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც პოტენციურად კიდევ რაიმე ცუდი აქვთ ჩაფიქრებული, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

„ერთი რამე არის ძალიან ცუდი, რომ ყველამ ვერ გაიგო კორუფცია და კანონის დარღვევა. ჩვენ როდესაც მერიაში მოვედით, მაშინვე ვთქვით, რომ ასეთი ფაქტები ჩვენთვის იქნება შეურიგებელი და მუდმივად ვებრძვით ასეთ ფაქტებს. მოცემული შემთხვევა სამწუხაროა, მაგრამ მიმდინარეობს სამართალწარმოება. ჩვენ უნდა დავიცვათ ის პრინციპი, რასაც ჰქვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და, რა თქმა უნდა, არ უნდა გავაკეთოთ ხმამაღალი განცხადებები, ვიდრე სამართალწარმოება არ გამოავლენს ყველა საჭირო გარემოებას. ამ ეტაპზე, მე ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ძალიან ცუდია, ყველამ რომ ვერ გაიგო.

ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მაგალითი იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც პოტენციურად კიდევ რაიმე ცუდი აქვს ჩაფიქრებული. ყველა შემთხვევა იქნება დროულად გამოვლენილი და არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდით – ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის სამართლებრივ დევნას
Next post სამსონ ქუთათელაძის ძმისშვილი გარდაცვლილი იპოვეს