სუს-ის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა

Read Time:23 Second

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სახალხო დამცველის ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არსებულ რეკომენდაციებზე.

სუს-ის უფროსმა სახალხო დამცველს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტებები გააცნო.

ვახტანგ გომელაურმა და ნინო ლომჯარიამ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სუს-ის უფროსის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ლილუაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი, სახალხო დამცველის მოადგილეები: თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
Next post მამუკა მდინარაძე – სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდით – ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის სამართლებრივ დევნას