დღეს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

Read Time:23 Second

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მაღალი რანგის შეხვედრები დღეს ევროპარლამენტსა და ნატოში ექნება.

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საქართველოს დელეგაცია ნატოსგან მხარდამჭერ განცხადებებს და იმ პროგრესის აღიარებას მოელის, რომელიც საქართველოს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას აქვს. საქართველოს ელჩი ნატოში ამბობს, რომ ალიანსთან თანამშრომლობის დინამიკა ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელიც ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებას ნიშნავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე მღვდელმთავრებს: გთხოვთ, ვაქცინაციის პროცესში ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა
Next post დავით ზალკალიანი: ბორელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ბოიკოტი მიუღებელია და ეს არ არის ის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმს ახასიათებს