დავით ზალკალიანი: ბორელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ბოიკოტი მიუღებელია და ეს არ არის ის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმს ახასიათებს

Read Time:46 Second

ბორელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი და ეს არ არის ის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ საზოგადოებას ახასიათებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განცხადა. ამით ის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებებს გამოეხმაურა.

„იყო მნიშვნელოვანი მოწოდება ბოიკოტთან დაკავშირებით. ბორელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი და ეს არ არის ის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ საზოგადოებას ახასიათებს. ის პრობლემები, რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელია პარლამენტში შესვლით და ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც ოპოზიციას აქვს, ვერ განხორციელდება, თუ პარლამენტში არ შევლენ.

„ოდირის“ რეკომენდაცია იყო, გაგვემახვილებინა ყურადღება იმ ხარვეზებსა და რეკომენდაციებზე, რაც არის ეუთო/ოდირის დასკვნაში. ეს უკვე გათვალისიწენებულია და კანონპროექტი საერთაშორისო აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მომზადდა. ეს კანონპროექტი დევს და პარლამენტშია განსახილველი. ამის მიღება ვერ მოხერხდება, თუ ისინი არ შევლენ პარლამენტში. თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მაშინ ეს უნდა მოხდეს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის მეშვეობით, რომელსაც პარლამენტი ეწოდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
Next post კრისტიან დანიელსონი: მხარეთა პოზიციების დაახლოებაზე მუშაობა დღესაც გაგრძელდება