კრისტიან დანიელსონი: მხარეთა პოზიციების დაახლოებაზე მუშაობა დღესაც გაგრძელდება

Read Time:25 Second

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგის მხარეთა პოზიციების დაახლოებაზე მუშაობა დღესაც გაგრძელდება.

„ყველა მხარე კვლავ კონსტრუქციულად არის განწყობილი და ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება. ჩვენ გვექნება შეხვედრები, სანამ ეს აუცილებელი იქნება”, – განაცხადა დანიელსონმა.

კითხვაზე, დაახლოვდა თუ არა მხარეთა პოზიციები ყველაზე რთულ საკითხებზე, დანიელსონმა ამაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა თქვა, რომ მუშაობა დღესაც გაგრძელდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან შეხვედრებს 12 მარტიდან მართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: ბორელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ბოიკოტი მიუღებელია და ეს არ არის ის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმს ახასიათებს
Next post ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ მცირე ბიზნესის დასახმარებლად საქართველოში ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის სისტემა შევქმნათ