ამირან გამყრელიძე მღვდელმთავრებს: გთხოვთ, ვაქცინაციის პროცესში ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა

Read Time:38 Second

ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დასაბუთებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ გვერდით დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმებზე უფრო, – ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მღვდელმთავრებს.

„იცით რა რთული პერიოდი გვქონდა – წინასააღდგომო პერიოდი, აღდგომა, აღდგომის შემდგომი პერიოდი და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს ვთხოვო, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დადასტურებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ და ამიტომ გთხოვთ, რომ თანამშრომლობა ვაქცინაციის პროცესში ძლიერი იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე, თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი
Next post დღეს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება