აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ [ფოტო]

Read Time:23 Second

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არის ჯებირების გარღვევის მცდელობა, რის გამოც პარლამენტთან ვითარება დაიძაბა.

სცენის სიახლოვეს მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს კორდონის გარღვევის საშუალებას არ აძლევენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.

პროტესტის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილი, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post LIVE: პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა
Next post „საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი…“ – შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს