დავით ქაცარავა: კარტოგრაფების პოზიცია, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, კატეგორიულად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია

Read Time:1 Minute, 55 Second

კარტოგრაფების ის პოზიცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა პირდაპირ ეთერში იმის თაობაზე, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, ვფიქრობ, ცუდად მოხვდა ყურში ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს.
ჩემთვის ესეთი ფორმულირება კატეგორიულად მიუღებელია, ანტისახელმწიფოებრივი”, – ამის შესახებ დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

„ამ პოსტს დავიწყებ იმით, რომ
გარეჯი – საქართველოა!
ახლა კი უფრო ვრცლად.

პირველ რიგში, მსურს რამდენიმე ფაქტი მოვიყვანო საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და იმ შეთანხმებების შესახებ, რომლებსაც ქართულ – აზერბაიჯანულმა მხარეებმა მიაღწიეს 1996 წელს.
1996 წლის 12-14 ივნისს შეიქმნა საქართველო – აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისია, რომელსაც უნდა დაეწყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო – აზერბაიჯანის საზღვარი უნდა განსაზღვრულიყო 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, (საბჭოთა კავშირის დაშლის თარიღი)

ვინაიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი უკანასკნელად, ოფიციალურად 1938 წელს (საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 1938 წლის 23 მარტის (პროტოკოლი#63) მიღებული დადგენილებით და აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 1938 წლის 5 მაისის (პროტოკოლი#59) დადგენილებით) შეიცვალა, მხარეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნული ხაზი მიეღოთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის განსასაზღვრ საწყისად და აუცილებლობის შემთხვევაში გამოეყენებინათ სხვა არსებული დოკუმენტები.

„სახელმძღვანელო“ დოკუმენტად მხარეებმა 1938 წლის 1:50 000 რუკა მიიღეს.
ეს არის ფაქტებზე და დოკუმენტებზე დაფუძნებული მოცემულობა, რომლის გამაბათილებელი რაიმე იურიდიული დოკუმენტი ან არ არსებობს, ან მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

შესაბამისად, 1938 წლის რუკა უნდა მივიჩნიოთ იმ სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტად, რომლითაც ორივე კომისიას უნდა ეხელმძღვანელა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში.

როგორც ვიცით, 1938 წლის რუკა მოლაპარაკებების გარკვეულ ეტაპზე გაქრა და მისი ადგილი დაიკავა სხვა წლების რედაქციის რუკებმა, რომლებმაც აზერბაიჯანული მხარე მომგებიან პოზიციაში ჩააყენა და რომლებზეც აზერბაიჯანული მხარე აქტიურად აპელირებს(აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება, 17.07.2019)

შესაძლებელია ითქვას, რომ 1938 წლის რუკა ერთადერთი რუკაა, რომლის მიხედვითაც გარეჯის სადავო მონაკვეთი საქართველოს მხარეს ექცევა.
საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა დელიმიტაციის კომისიის წევრების პოზიცია აღნიშნულ საკითხთან, კონკრეტულად კი 1938 წლის რუკასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ 1938 წლის რუკა დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდაზე, დაბრუნდება თუ არა გარეჯის სადავო მონაკვეთი და მასზე განლაგებული ტაძრები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ?

აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ კარტოგრაფების ის პოზიცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა პირდაპირ ეთერში იმის თაობაზე, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, ვფიქრობ, ცუდად მოხვდა ყურში ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. ჩემთვის ესეთი ფორმულირება კატეგორიულად მიუღებელია, ანტისახელმწიფოებრივი და თუ სხვა რამ იგულისხმა ბატონმა მელაშვილმა, ეს ძალიან დეტალურად უნდა აგვიხსნას.

მივმართავ პროფესიონალ კარტოგრაფებს, იურისტებს, ისტორიკოსებს, მეცნიერებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც კომპეტენტურად შეუძლია ისაუბროს გარეჯთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
გთხოვთ ჩაერთოთ ამ საკითხის განხილვაში, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და შეიტანოთ წვლილი გარეჯის გადარჩენაში”, – წერს დავით ქაცარავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოლშევიკური, ეს არ გამოვლინდა მარტო დღეს, მთელი მათი საქმიანობა ბოლშევიკურია
Next post როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში