როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Read Time:1 Minute, 34 Second

სინოპტიკოსები 30 იანვარს ქუთაისში ცვალებად მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +57გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, უმეტესად უნალექოდ, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 იქნება. დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი სოხუმშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოსალოდნელია თოვლი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი. დღისით ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე ნალექი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +5 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +7 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, -1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ცვალებადი მოღრუბლულობა და +1 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ხანმოკლე წვიმა​ა მოსალოდნელი ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -10 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ასევე გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +6 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

რუსთავში სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს და ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქაცარავა: კარტოგრაფების პოზიცია, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, კატეგორიულად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია
Next post თენგიზ ცერცვაძე: შეგვიძლია პრაქტიკულად ნულამდე დავიყვანოთ კოვიდით სიკვდილობის შემთხვევები, თუ პაციენტი ექიმს დაავადების პირველ დღეებში მიმართავს