გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოლშევიკური, ეს არ გამოვლინდა მარტო დღეს, მთელი მათი საქმიანობა ბოლშევიკურია

Read Time:37 Second

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოლშევიკური, ამას ვამბობ რამდენი ხანია. ეს არ გამოვლინდა მარტო დღეს მთელი მათი საქმიანობაა ბოლშევიკური. რუსეთს ემსახურებოდნენ ყოველთვის, ალასანიათი დაწყებული კაკებეს სკოლაში გამოზრდილი სააკაშვილით, რომელსაც კაკებეს სკოლაში ფიცი აქვს დადებული, ამის სურათი მაქვს ნანახი. აღარაფერს ვამბობ მის მინისტრებზე, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

„ჩვენ ხომ ვიცით მათი გვარები და თვითონ გამობრძანდნენ და თავისი პოზიცია დააფიქსირონ საზოგადოებასთან, იმ პროტოკოლს ხელს რომ აწერდნენ და დღეს რომ სკამები აქვთ ამოდებული. აგვიხსნან მოტივაცია რა იყო? ივერი მელაშვილი? ეს პრაქტიკულად გაუნათლებელი კაცი? ეს კაცი იყო გადამწყვეტი და იმათმა ბრმად მოაწერეს ხელი? მოეკითხებათ. მინდა ვთხოვო გამოძიებას, ეს საბუთები უნდა გამოქვეყნდეს. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ყველა ადამიანს, ვინც მოაწერა პროტოკოლს ხელი, რომლითაც დაუშვა, რომ დავით გარეჯი შეიძლება არ იყოს საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპატრიარქო: სახელმწიფოს ტვირთია დაამტკიცოს, რომ ეჭვები, გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ, მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს
Next post დავით ქაცარავა: კარტოგრაფების პოზიცია, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, კატეგორიულად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია