ნათია თურნავა: აგვისტოში ექსპორტის მაჩვენებლის ზრდის გარდა, ექსპორტის გეოგრაფიაც გაფართოვდა

Read Time:51 Second

„საგარეო ვაჭრობის კუთხით, კვლავაც ძალიან პოზიტიური ტენდენციაა. მთლიანობაში, რვა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.2%-ით არის გაზრდილი“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას, ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, აგვისტოში ის 14.6% -ითაა გაზრდილი.

„გაფართოვდა გეოგრაფია, გაფართოვდა არეალი. შესაბამისად, იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით ძალიან კარგი ტემპით გაიზარდა – 25.7%“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ მედიას წლევანდელი რვა თვის ექსპორტის მონაცემების 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითი მაჩვენებელიც გააცნო.

„როგორც იცით, წლევანდელ სტატისტიკას ხშირად ვადარებთ 2019 წელს, რომელიც იყო პანდემიამდელი და წარმატებული წელი. წელს, პირველ რვა თვეში ჩვენი ექსპორტი, თუ შევადარებთ 2019 წლის შესაბამის პერიოდს, ასევე გაზრდილია 7.2%-ით. ეს ნიშნავს, რომ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური გაჯანსაღება, ექსპორტის ზრდა პირდაპირ აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ – ეკონომიკურ ზრდაში. ეს სტიმული კვლავაც ძალიან ძლიერია და ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ძალიან კარგი შანსები გვაქვს, წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თაკო ჩარკვიანი: სახელმწიფოს ახლა სჭირდება სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მასშტაბური სახელი, მისი გავლენები
Next post თავდაცვის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას