მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს

Read Time:46 Second

საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia – სა და თურქულ ავიაკომპანია AJET – ზე გასცა.

ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტურია და რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მიმართულებებთან, რათა მდგრადად გაიზარდოს ტურიზმის ინდუსტრია, ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები მეტ მგზავრს მოემსახუროს.

„ჩვენი თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგად და დადებითად გადაწყვეტილი მოლაპარაკების კვალდაკვალ მუდმივად გვაქვს სიახლეები – ყოველთვე ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიაში შემოგვყავს ახალი ავიაკომპანიები ახალი პირდაპირი მიმართულებებით. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მივიღეთ მეტი ახალი მიმართულებები, რაც გააძლიერებს ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიას,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia ამსტერდამი – თბილისი – ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისებს 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თურქული ავიაკომპანია AJET სტამბული – თბილისი – სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: 2008 წლის ომი, სულ მცირე, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, თუმცა არ ვიცი, გამოძიება რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის
Next post ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლისთვის სასჯელს ითვალისწინებს