ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს

Read Time:1 Minute, 3 Second

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს.

„ევროპარლამენტი ითხოვს სანქციები დაუწესდეს ადამიანს, რომელმაც ქვეყნისთვის, საკუთარი სახსრებით არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იგივე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს ჩვენთვის ვერ იქნება ევროპული სტანდარტი. ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს. საქართველო არ გეგონოთ თქვენს მფლობელობაში არსებული მოღალატე პოლიტიკოსების და წურბელების ქვეყანა. საქართველო არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა და რაც არ უნდა მოხდეს, ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის დაცვაა. ირაკლი ხელაძის თქმით, ეს ერთად დგომით აუცილებლად მოხერხდება. ირაკლი ხელაძემ 29 აპრილს ჩანიშნული აქციის შესახებაც ისაუბრა და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყველა ერთხმად ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს; გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტმა უნდა მიიღოს კანონის სახე; აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. ეს არის ჩვენი ამოცანა და მიზანი. 29 აპრილს თქვენ ნახავთ თავისუფალი, ღირსეული საქართველოს მოქალაქეების პროტესტს. პირველ რიგში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ამიტომ, ყველა ღირსეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, დავდგეთ ერთად და ერთად დავიცვათ მამული, ენა, სარწმუნოება“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
Next post ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია