თავდაცვის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს განადგურებული სუსტი საქართველო სურს, ჯარი კი არაფერში სჭირდება. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით სიცრუე და აბსურდია თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა.
თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს სამხედროების წინაშე ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენა, რომლის აღსრულება და სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპონენტებს ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების, აღჭურვილობის, სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეახსენა, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისია. რაც შეეხება საერთაშორისო სწავლებებს ის მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო და მასშტაბურია. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს და მომზადების მაღალ დონეს კი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც ადასტურებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...