გრეტა წიწავა: ძლიერი ოჯახი არის ძლიერი ქვეყნის საწინდარი, რომელსაც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ყოველთვის დავიცავთ

Read Time:28 Second

“XXI საუკუნეს თავისი გამოწვევები აქვს და ამ გამოწვევებზე, ჩვენც, ქართველებსაც გვიწევს ადეკვატური პასუხის გაცემა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი და მისი სიწმინდე. ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ ამაყი და ღირსეული ერი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გრეტა წიწავამ ზუგდიდში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა

მისი თქმით, ეს ღირსება და სიამაყე თითოეულ ოჯახში ბავშვობიდანვე ისწავლება.

„დიახ, ძლიერი ოჯახი არის ძლიერი ქვეყნის საწინდარი და ჩვენ ამას, ყოველთვის საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ყველგან დავიცავთ. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი მომავლის უფლებები“, – განაცხადა გრეტა წიწავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
Next post საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო