მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის – გააფეტიშეს, მისგან გმირი შექმნეს

Read Time:38 Second

„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე იყო – მათი იდეოლოგიის პროპაგანდა მიმდინარეობდა და ის ყველას უნდა გაეზიარებინა.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მსხვერპლი ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნის.

„რა განსხვავებაა დღეს, როცა პედაგოგები გამოდიან და 12-13 წლის ბავშვებს მოუწოდებენ, აქციებზე იარონ და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ; როცა ეს იდეოლოგია მოუწოდებს ადამიანებს, რომ ამხილონ საკუთარი მშობლები, თუ ფსევდოლიბერალურ ნარატივს არ ეთანხმება და ა.შ.? არაფერი, უბრალოდ, სახელებია შეცვლილი. ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილია. რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ადამიანი, რომელმაც პოლიციელის დაწვა სცადა, გააფეტიშეს. ის თავის თავს აღარ ეკუთვნის, მისგან გმირი შექმნეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის მცდელობა, უცხოურ ლობიზმში დახარჯული თანხის საშუალებით მოახდინონ რევოლუცია ქვეყანაში, ფუჭია – ქართული საზოგადოება ასეთ მარტივ მახეზე არ წამოეგება
Next post მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე – ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში