“ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები რომ საქართველოში იფრინონ”

Read Time:30 Second

ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები საქართველოსა და ამერიკას შორის ერთი მხრივ ცხადია, რომ უმნიშვნელოვანესია, თუმცა მეორე მხრივ ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა. პირდაპირ რეისებს აქვს უდიდესი სტიმული გააძლიეროს ორქვეყანას შორის ხალხთაშორის კავშირი, უფრო მეტად გააძლიეროს ბიზნესების ურთიერთობა”, -განაცხადა ქვრივიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წყალი 11 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
Next post „არ მიეკაროთ, ნეგატივს თქვენ მიიზიდავთ!“ – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საფლავზე ფოტოები, ან ბოქლომი იპოვეთ