ლაშა ხუციშვილი: ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ “ლელოს” ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი

Read Time:36 Second

მგონი ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ლაშა ხუციშვილის თქმით  9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა გაორმაგდება.

„ფინანსთა მინისტრობა არ სჭირდება იმის შეფასებას, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტს და ვერც ეკონომიკას გააორმაგებ. მგონი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი. შესაბამისად, ის რომ 9%-იანი  ზრდით, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში თუ არ გულისხმობენ იმას, რომ ამავე დროს ინფლაცია 4 წლის განმავლობაში მუდმივად იქნება ორნიშნა მაჩვენებელი, სხვა შემთხვევაში, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში ბუნებრივია ვერ გაორმაგდება, შესაბამისად, აქ ზედმეტია შეფასების გაკეთება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის ხელისუფლებას მიშა სააკაშვილის დესანტის გადმოსხმით არაფერი გამოუვიდა, არც მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებით და ახლა შეეცადნენ, ხელი შეეწყოთ სამხედრო კონფლიქტისთვის
Next post „ზვავსაშიშროება, ქარბუქი, ლიპყინული, შტორმი…“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ