ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება

Read Time:29 Second

მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13 მარტის სხდომაზე.

მომავალი თვიდან რეფინანსირების განაკვეთი 0,75%-ით მცირდება და 8,25% გახდება. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ლარში 183,5 ათასი სესხია გაცემული.

სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში დაბალი ინფლაციითა და სტაბილური ლარის კურსით ახსნა.

“მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია”, – განმარტა ეროვნულმა ბანკმა.

შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო. ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად შეიცვლება პირობები: ეს დამოკიდებულია დარჩენილ სესხსა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ადრე თუ გვიან, ზურაბ ადეიშვილს ქართული მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და სააკაშვილის მსგავსად, ისიც ციხეში აღმოჩნდება
Next post გიგი წერეთელი: დიდი კრიტიკული მასის არსებობა არის ხელისუფლების დამარცხების გარანტია და არა რაღაც მექანიკური გაერთიანებები