,,ტანსაცმელი, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, მხოლოდ ტრადიციული სამოსი არ არის — ის ირანსა და საქართველოს საერთო ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზე მოგვითხრობს.
რამდენიმე დღის წინ პატივი მქონდა, ეს ძვირფასი სამოსი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისთვის გადამეცა.
ეს სამოსი შექმნა ფერეიდანში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა ირანელმა ხელოვანმა, გვარად ესპინაშვილმა. ნამუშევარი დამზადდა ისპაჰანის პროვინციის ფერეიდანის რაიონის გამგებლის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, რომელიც თავადაც წარმოშობით ქართველია.
ჩემთვის ეს საჩუქარი მხოლოდ ხელოვნების ნიმუში არ ყოფილა — იგი ორ ერს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირის სიმბოლოა. ფერეიდანში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ირანელები ერთგვარი ცოცხალი დერეფანია ირანსა და „შუა დერეფანს“ შორის — უნიკალური კულტურული კაპიტალი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ხალხების დაახლოებაში არანაკლები როლი შეასრულოს, ვიდრე ნებისმიერ ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტს.
საქართველოში ბევრს სმენია ფერეიდანისა და ირანში მცხოვრები ქართველების შესახებ, თუმცა ძალიან ცოტას თუ მოუნახულებია ეს რეგიონი. შესაძლოა, დადგა დრო, ეს საერთო მემკვიდრეობა კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას.
ამასთან დაკავშირებით, მსურს თქვენი აზრი მოვისმინო ორ კითხვაზე:
1. თქვენი აზრით, საქართველოს მთავრობის რომელ მაღალჩინოსანს გადაეცა ფერეიდნელი ქართველების მიერ დამზადებული ეს სამოსი?
2. მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლაა, რატომ სტუმრობს ფერეიდანსა და ირანში მცხოვრებ ქართველთა თემს საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ნაწილი?
მოუთმენლად ველი თქვენს მოსაზრებებსა და პასუხებს. შესაძლოა, სწორედ ამ დისკუსიამ შეუწყოს ხელი ირანსა და საქართველოს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კულტურული ხიდის უკეთ გაცნობასა და დაფასებას”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

