ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბებაში ემიგრანტების თანმიმდევრულმა ტალღებმა თავისი როლი ითამაშა, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო მე-XIV ფილადელფიაში, ეროვნული კონსტიტუციის ცენტრში ვატიკანიდან ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
როგორც ლეო მეთოთხმეტემ აღნიშნა, აშშ 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, როდესაც 1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.
რომის პაპის თქმით, სიტყვა „ამერიკა“ გლობალურად „თავისუფლების სინონიმია“ იმის გამო, თუ როგორ მიიღო ქვეყანამ იმიგრანტები.
„ეს ისტორიული წლისთავი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ერის დამფუძნებელ პრინციპებზე იმ იმედით, რომ ამერიკა სამუდამოდ ერთგული დარჩება იმ ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწისა და მამაცთა სამშობლოს ტიტული მოუტანა. ერის მორალური სიდიადე, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება მის უნარში, მხარი დაუჭიროს, დაიცვას და დააფასოს ყველას სიცოცხლე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველთა და მათი, ვისი ღირებულებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა“, – აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა.
ტრამპმა გააკრიტიკა რომის პაპ ლეოს შეხედულებები და მას „დანაშაულთან დაკავშირებით სუსტი და საგარეო პოლიტიკისთვის საშინელი“ უწოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ის „პაპ ლეოს გულშემატკივარი არ არის“ და უარყო მისი შეხედულებები, რომ ირანთან ომი „სამართლიანი“ არ არის.

