ალი მოჯანი საქართველოს პრეზიდენტის ჟესტზე: „მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება“
,,მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება სამუდამოდ.
საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიას. ეს ნაბიჯი დიპლომატიურ ჟესტზე მეტად გახლდათ პატივის მიგება მრავალათასწლოვანი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე ერისადმი. ირანელი ხალხი ასევე ყოველთვის ღრმა პატივისცემით ეკიდებოდა ქართველი ხალხის ისტორიას, კულტურასა და ეროვნულ იდენტობას.
ირანსა და საქართველოს — ორ უძველეს ქვეყანას კავკასიის ორ მხარეს — საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან აკავშირებდათ საერთო მოგონებები, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები და საერთო ბედისწერა. ამ ურთიერთობების მნიშვნელობა მხოლოდ ლხინის დროს არ ვლინდება; მათი ნამდვილი ღირებულება სწორედ გლოვისა და თანაგრძნობის დღეებში ჩანს.
ურთიერთპატივისცემა არის ხიდი, რომელიც ნებისმიერ განსხვავებაზე უფრო მტკიცე და ხანგრძლივია. ორი ქვეყნის ურთიერთობების მომავალიც სწორედ ამ ფასდაუდებელ საფუძველზე აშენდება — საფუძველზე, რომელსაც ჰქვია „ხალხთა ღირსების პატივისცემა“.
დაე, ირანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა, ისევე როგორც ამ ორი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მტკიცე და მარადიული დარჩეს”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

