GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული

Read Time:38 Second

უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს.

რამდენიმე საათის წინ, აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნიდან საქართველოს პირველი არხის შენობასთან გადმოინაცვლეს და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს, სადაც განაცხადეს – მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები – ორ საათს ვაძლევთ ვაჟა სირაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გომელაურს და პირადად ბიძინა ივანიშვილს

ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ასევე, გადაკეტეს თამარ მეფის ხიდზე გადასასვლელ მონაკვეთზე და კოსტავას ქუჩიდან ჩამომავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა.

გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.   დღევანდელ აქციაზე,  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს

საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
Next post მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”