თაკო ჩარკვიანი: სახელმწიფოს ახლა სჭირდება სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მასშტაბური სახელი, მისი გავლენები

Read Time:25 Second

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მაქსიმალურად შეეცდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავება არ დაუშვას. მისი თქმით, ქვეყანას ახლა ყოფილი პრეზიდენტის გავლენები სჭირდება.

„მაქსიმალურად შევეცდებით არ მოხდეს მისი დაკავება, უფრო დასავლური ინსტიტუციების ჩართულობით, იმიტომ რომ არ გვინდა რაღაც დაპირისპირება მოხდეს. ახლა სახელმწიფოს სჭირდება მისი, როგორც პოლიტიკოსის მასშტაბური სახელი, მისი გავლენები, მის მიერ შემოზიდული ინვესტიცია. ოღონდ აქ უნდა დავახვედროთ კოალიციური მთავრობა და რეფორმირებული მართლმსაჯულება“, – აცხადებს ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა, რომლის მთავარ მიზნად სამშობლოში ყოფილი პრეზიდენტის მშვიდობიანად დაბრუნებაში დახმარება სახელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი სამხედროებს: საქართველოს ახლა სჭირდება შველა. თქვენი პატრიოტიზმის და თქვენი განსაკუთრებულობის იმედი მაქვს
Next post ნათია თურნავა: აგვისტოში ექსპორტის მაჩვენებლის ზრდის გარდა, ექსპორტის გეოგრაფიაც გაფართოვდა