ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდობის აღზრდა

Read Time:47 Second

ჩვენი მიზანია ჯარის პოპულარიზაცია და ის, რომ აღვზარდოთ პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდობა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ჯარის ბანაკის“ გახსნაზე განაცხადა.

„ეს პროექტი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მნიშვნელობისაა არის ჩვენი სიამაყე და მინდა ცალკე მადლობა გადავუხადო ამისთვის ბატონ პრემიერ-მინისტრს, ამ მხარდაჭერისთვის, რაც მან გამოხატა არა მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტის მიმართ, არამედ კომპლექსურად. ჩვენ თუ შევაფასებთ იმას, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, ის, რომ დავიწყეთ კადეტთა კორპუსის მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოში, რაც ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენ გვაქვს კადეტთა სასწავლებელი ქუთაისში. ჩვენი სკოლის დამთავრებული ბავშვები აბარებენ უმაღლესი ქულებით ძალიან გამორჩეულები არიან. ერთის მხრივ ჩვენ ვიღებთ განათლებულ და ცოდნის მქონე ახალგაზრდებს. სწორედ ეს არის იმ კომპლექსურობის ნაწილი, რასაც ჰქვია ბანაკი. ჩვენი მიზანი არის ჯარის პოპულარიზაცია და ის, რომ აღვზარდოთ პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდობა. ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომ დღევანდელი ტექნოლოგიების ეპოქაში არ დავკარგოთ ის ღირებულებები, რაც გვაქვს. შევინარჩუნოთ, გავაღვივოთ, რამეთუ ამაზე დგას ჩვენი სამშობლო და უნდა იდგეს თქვენი ოჯახები. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით უსუფაშვილი: „ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება
Next post ანრი ოხანაშვილი საარჩევნო კოდექსზე: არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ იცნობს ისეთ პრინციპს, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირების არჩევა ხდებოდეს 6 თვეში ერთხელ