დავით უსუფაშვილი: „ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება

Read Time:32 Second

დავით უსუფაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აფასებს. „ლელოს“ წევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ მოცემულ 12 რეკომენდაციას, ეწინააღმდეგება ვენეციისა და ეუთოს რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელსაც „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა ხელი, ეწინააღმდეგება იმ კანონს, რომელიც „ოცნების“ მონაწილეობით იყო მიღებული 1,5 წლის წინ. და რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ „ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მის გარდა ამ ქვეყანაში არავის არაფერი ჰკითხოს“, – აცხადებს უსუფაშვილი.

პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებს და პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა
Next post ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდობის აღზრდა