ანრი ოხანაშვილი საარჩევნო კოდექსზე: არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ იცნობს ისეთ პრინციპს, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირების არჩევა ხდებოდეს 6 თვეში ერთხელ

Read Time:40 Second

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, მათ შორის არც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ იცნობენ ისეთ მიდგომასა და პრინციპს, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირების არჩევა ხდებოდეს 6 თვეში ერთხელ. ასე შეაფასა მან საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილების შესახებ, თუ რას დაეფუძნა პრეზიდენტი მის შენიშვნებში, დაეყრდნო თუ არა ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, ვინაიდან თუკი ასეთი გამოცდილება იქნებოდა გათვალისწინებული მისი მხრიდან, ასეთი სახის შენიშვნები არ იქნებოდა წარმოდგენილი. არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, მათ შორის არც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ იცნობენ ისეთ პრინციპს, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირების არჩევა ხდებოდეს 6 თვეში ერთხელ“, – აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს – კომიტეტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდობის აღზრდა
Next post დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსზე: პრეზიდენტმა წარმოადგინა შენიშვნები, რომელსაც რთულად თუ დავარქმევთ მოტივირებულს, რადგან ის უფრო საზოგადოებისთვის სუბიექტური შეხედულებების გაზიარებას გულისხმობს