თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

Read Time:1 Minute, 6 Second

ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

უწყების ცნობით, როდესაც ამ ტელევიზიამ თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრებზე აბსურდული ინფორმაცია გაავრცელა, სამინისტრომ ეს უპასუხოდ დატოვა, თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახლა საქმე ეხება ქართულ ჯარს და სახეზეა ჯარის იმიჯის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა.

„ამჯერად, ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ. აღნიშნულ სიუჟეტში, სამწუხაროდ, გამოყენებული იყო აბსოლუტურად ობიექტური წყაროს და ფაქტების დასახელების გარეშე ცრუ ინფორმაცია.

ნიშანდობლივია, რომ კვების და უნიფორმის კონტროლი გაძლიერდა 2020 წლიდან და ამის ერთ-ერთი დასტურია ხარისხის კონტროლის ცალკე სამმართველოს შექმნა. ხორცის ყოველდღიური რაციონის ნორმა 250 გრამიდან 480 გრამამდე გაიზარდა და გამრავალფეროვნდა სამხედროებისთვის განკუთვნილი მენიუ. მინისტრის აქტით, პირველი ხარისხის ხორცი შეიცვალა უმაღლესი ხარისხით, მათ შორის ნედლი გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით.

ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედროების უნიფორმისა და ფეხსაცმლის ხარისხი. არასდროს 2020 წლამდე ჩვენს ჯარს მასიურად არ ამარაგებდა გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელი მსოფლიოში საუკეთესო ბრენდები.

სამწუხაროა, რომ აღნიშნული ტელევიზია მიზანმიმართულად ცდილობს თავდაცვის ძალების და ზოგადად, ჯარში სამხედრო სამსახურის მიმართ დაამკვიდროს ნეგატიური განწყობები და სტერეოტიპები, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გამოწვევებს და ჯარის გაძლიერებისკენ მიმართულ მიმდინარე რეფორმებს.

უწყება მზად არის ნებისმიერ დროს, წინასწარ, ობიექტის დასახელების გარეშე დაინტერესებულ მხარესთან ერთად ჩაატაროს კვების მონიტორინგი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
50 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
50 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: ბლოგერ ნენე ქურდაძეს ხელი სთხოვეს
Next post ლეგენდარული სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა