ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას

Read Time:53 Second

საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო წარმატებით ახერხებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლას, რისი მკაფიო დადასტურებაც არის გასულ წელს ქვეყნისთვის მინიჭებული ევროკავშირის კანდიდატის სახელმწიფოს სტატუსი.

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების კუთხით გეგმებსა და ხედვებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი პარტნიორებთან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებაა და ამ მხრივ ნატო-სთან, ევროკავშირთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რეგიონში საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში თანამშრომლობა გაგრძელდება.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა, რომელიც მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ და ხელს უწყობს ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას.

ირაკლი ჩიქოვანმა რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკებთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე – მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა, არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები
Next post ვახტანგ გომელაური – შოვის ტრაგედიისას მაქსიმალურად სწრაფად ვიმოქმედეთ, მესმის პოლიტიკა, მაგრამ, მგონი, ასეთ ტრაგედიაზე ქულებს არ უნდა ვიწერდეთ, სირცხვილია