პარასკევი, ნოემბერი 20, 2026

ნათია თამაზაშვილი – საზოგადოებრივმა წნეხმა გამოიწვია შედეგი, რაც მივიღეთ და ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო სხდომა გაიხსნა – სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი წნეხის დამსახურებით გაიხსნა.

როგორც თამაზაშვილი განმარტავს, ყოფილი პრემიერი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

„სიმართლე გითხრათ, გახსნასთან დაკავშირებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენ გასულ სხდომაზეც კატეგორიულად არ ვეთანხმებოდით დახურვას. ვფიქრობ, საზოგადოებრივმა წნეხმა გამოიწვია ეს შედეგი, რაც დღეს მივიღეთ და სხდომა გაიხსნა”, – აცხადებს თამაზაშვილი.

ამასთან, ადვოკატის თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

“მე ვერ გეტყვით რა შეიცვალა, ამას ალბათ შემდეგი სხდომები გვიჩვენებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს სასამართლო პროცესები შედეგს მოიტანს და სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი”,- განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.როგორც პატრიარქის სამძიმარის წერილშია ნათქვამი, ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.„მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ. შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს. ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები – ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე – ოჯახებს...

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო „ღრმა მწუხარებას გამოხატავენ“.განცხადებაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს, აღნიშნულია, რომ 28 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, შეუძენენ და გადასცემენ საცხოვრებელ ბინებს.“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

მარია ზახაროვა – ქართულ მხარეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.მარია ზახაროვამ კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილს შორის 19 ნოემბერს, მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ გააკეთა.მისი თქმით, მხარეებს შორის აღნიშნულ ფორმატში მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება.„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებს, ქართულ მხარეს მსგავსი ინიციატივით არ მოუმართავს“ - აღნიშნა ზახაროვამ.

პატიმრის წამების ფაქტზე მსჯავრდებულ ალექსანდრე მუხაძეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უზენაესი სასამართლოს მიერ, 14 წლით შეეცვალა, რაც „ამნისტიის შესახებ“ კანონით შემცირდა და 10,5 წლით...

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და პატიმრის წამების ფაქტზე მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელად „ქილერა“) 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და მასში თითქოსდა მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა აყურებინეს და დაემუქრნენ, თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ამავდროულად, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.„ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა ამომწურავი, რის გამოც პატიმარი აიძულეს, მის მიერ დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მოთხოვნილი აღიარებითი ჩვენებისთვის.ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა სასჯელის დამძიმების ნაწილში.უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და ალექსანდრე მუხაძეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით 1/4 -ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განხილვა მიმდინარეობს. მეგის ქარდავა სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულია და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი დაათვალიერა, გაეცნო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის და სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმების უნიკალურ კოლექციებს, ასევე უახლესი აპარატურითა და დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და გემოლოგიის ცენტრს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ინფორმაციით, ნინო წილოსანი გაეცნო საუნივერსიტეტო მუზეუმებში დაცულ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საბადოებიდან მოპოვებული მინერალების, მადნებისა და ქანების მრავალფეროვან ნიმუშებს, ექსპონატების წარმომავლობას, მათ გეოლოგიურ თავისებურებებს, სამეცნიერო ღირებულებასა და სასწავლო თუ სამრეწველო პროცესში მათი გამოყენების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუზეუმების მნიშვნელობას საქართველოს ბუნებრივი რესურსების, გეოლოგიური მრავალფეროვნებისა და წიაღისეულის პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.სტუ-ის პროფესორის, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და აკადემიური საბჭოს წევრის ნოდარ ფოფორაძის თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის კოლექცია 5000-ზე მეტ ნიმუშს აერთიანებს. ექსპონატებს შორისაა საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა და მადანგამოვლინების ნიმუშები, ასევე, სხვადასხვა გეოლოგიური პროცესისთვის დამახასიათებელი ქანები, მადნები და მინერალები. კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ სასწავლო და შემეცნებითი, არამედ სამეცნიერო დანიშნულებისაა.„სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის პირველ დარბაზში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გეოლოგიური ნიმუშები, მეორე კი - ძირითადად საქართველოს საბადოებსა და მადანგამოვლინებებს ეძღვნება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მადნეულის კარიერისა და ზოფხითოს ანთიმონიუმის საბადოს მაკეტებს.სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის განსაკუთრებული ღირებულება მის პრაქტიკულ დანიშნულებაშიც მდგომარეობს. იშვიათი კოლექციები სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობას უქმნის, სასწავლო და კვლევითი საქმიანობის ფარგლებში უშუალოდ გაეცნონ გეოლოგიურ ნიმუშებს, შეისწავლონ მათი მახასიათებლები და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ. ამასთანავე, ეს მუზეუმი, ისევე როგორც სხვა საუნივერსიტეტო მუზეუმები, წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეს საქართველოს მინერალური რესურსებისა და გეოლოგიური მემკვიდრეობის შესასწავლად“, - აცხადებს ნოდარ ფოფორაძე.ვიზიტის ფარგლებში ნინო წილოსანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, პედაგოგები და მეცნიერ-მკვლევრები. მხარეებმა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საქმიანობის, შესაძლებლობებისა და ქვეყნისთვის სამთო-გეოლოგიური დარგის მნიშვნელობის, ასევე მისი განვითარების გზების შესახებ ისაუბრეს.როგორც სტუ-ის რექტორი აცხადებს, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებაა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ფაკულტეტის საქმიანობა უკავშირდება გეოლოგიის, სამთო საქმის, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და რაციონალური გამოყენების, აგრეთვე მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.„მოხარული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ ნინო წილოსანს შესაძლებლობა მიეცა, უშუალოდ გაცნობოდა უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალს, ფაკულტეტის საქმიანობასა და იმ მნიშვნელოვან რესურსებს, რომლებიც ჩვენს აკადემიურ სივრცეშია თავმოყრილი. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის დიალოგი და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარებისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა გეოლოგიისა და სამთო დარგის განვითარება, ვინაიდან ამ სფეროებს პირდაპირი კავშირი აქვს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და მთიანი რეგიონების მდგრად განვითარებასთან.შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში მოსაპირკეთებელი ქვების, თიხებისა და ცეოლითების მოპოვება-გადამუშავების პოტენციალის ზრდაზე, ახალი საბადოების ათვისებისა და აღნიშნული მიმართულებებით წარმოების გაფართოების შესაძლებლობებზე. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მინერალურ-სანედლეულო რესურსების ეფექტიანი გამოყენება საჭიროებს თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკას, დარგის განვითარების ერთიან ხედვასა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

ბოლო სიახლეები