ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება

Read Time:27 Second

ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში“, – აღნიშნულის შესახებ მედიასთან ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი განმარტებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებს აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვვითარდებით და რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება“, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: კანონზე კი არ გველაპარაკებიან, შანტაჟის ენით ცდილობენ ზეწოლას, იქნებ როგორმე მოახერხონ ამ ხელისუფლების რყევა
Next post თბილისში 12 600-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს – ნახეთ, აღდგენის დრო