სალომე სამადაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები დამოუკიდებლად გადაიბაროს, ამიტომ, კოალიციური მართვა გარდაუვალი მომავალია

Read Time:1 Minute, 42 Second

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას, რა გეგმა აქვს შესაბამისად, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმიტომ, რომ ხელისუფლება პირდაპირ არის პასუხისმგებელი, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, პატიმრის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, პოლარიზება ანგრევს ქვეყანას და საზოგადოებას მომავალს ართმევს, ქვეყანაში შექმნილ გარემოში კი, ეს პოლარიზება მხოლოდ მწვავდება.

„დღეს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ამ პოლარიზების ხარისხს წარმოუდგენლად აღრმავებს. ამიტომ, ალბათ, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე მარტივი იქნებოდა სწორედ შეწყალების მექანიზმის გამოყენება, მაგრამ ეს ჩემ ხელთ არ არის და ეს გადაწყვეტილება ცხადია, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამ განცხადებით სალომე სამადაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ ესახება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სამართლებრივი, ან პოლიტიკური გზები.

კითხვაზე, რა შანსს უტოვებს მცირე პარტიებს პოლიტიკურ ველზე „ნაციონალური მოძრაობის“ დომინირება და სააკაშვილის ფაქტორი, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამ მობილიზება გაუკეთა რა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას, ორპოლუსიანობა გარკვეულწილად გააღრმავა, თუნდაც ასეთ ვითარებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები დამოუკიდებლად გადაიბაროს და ამიტომ, კოალიციური მართვა ქვეყნის გარდაუვალი მომავალია“.

„თქვენ იცით, რომ ნიკა მელია უახლოეს დღეებში აპირებს, წარადგინოს ჩრდილოვანი კაბინეტის კოალიციური შემადგენლობა. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოდელი, რადგან ჩვენ ქვეყანაში შემდეგი ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, სწორედ კოალიციური შემადგენლობის იქნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეკითხვაზე, დარჩება თუ არა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის დონეზე კოალიციური მმართველობა შედგა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იმარჯვებენ, მთავარ მუნიციპალურ ცენტრებში და მათ შორის, დედაქალაქში მმართველი გუნდის წაგება კი იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს ქვეყნის მართვის მანდატი და ვადამდელი არჩევნების გარეშე ქვეყანაში სტაბილურობა ვერ შედგება.

„თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ვადამდელ არჩევნებამდე პირველი, მთავარი გამოწვევა ეს არის კონსტიტუციის შეცვლა და გადასვლა სრულად პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულების მიერ გამართულ დღევანდელ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული აქცია ხელისუფლების ხელშეწყობით გაიმართა.

„ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რომ პატიმრის ციხესთან, რომელიც შიმშილობს, ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფები, აწყობენ რაღაც კონტრაქციებს. ხელისუფლების ხელშეწყობით ხდება, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში. ეს არის ძალიან სახიფათო გზა“, – განაცხადა სამადაშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით, ცეცხლით და მახვილით მართავს, ჰუმანური ძალა ვართ
Next post თეა წულუკიანი – გვეუბნებიან, შეგვირიგდითო, მაგრამ შერიგება, პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს, ციხეებში სცემეს, მორიგეობით აძინებდნენ საკნებში და ჯანმრთელობა სამუდამოდ შეურყიეს