თეა წულუკიანი – გვეუბნებიან, შეგვირიგდითო, მაგრამ შერიგება, პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს, ციხეებში სცემეს, მორიგეობით აძინებდნენ საკნებში და ჯანმრთელობა სამუდამოდ შეურყიეს

Read Time:1 Minute, 4 Second

არ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე გაჰყვიროდნენ, რომ ეს არის თავისუფლების ქარი თუ ქარბორბალა, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სტიქიური უბედურება, რომელიც ჩვენ 2003 წლის ბოლოს დაგვემართა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მაშინ, ბევრ ადამიანს სწამდა, რომ „ვარდების რევოლუცია“ სიკეთეს მოუტანდა, მაგრამ ბევრის იმედი გაუცრუვდა და შემდეგ, ჩვენ ვნახეთ უბედურებების კასკადი – მოკლული ხალხი, გაუპატიურებული პატიმრები და დაჩაგრული სასამართლო, რომელიც პირდაპირ ასრულებდა მაშინდელი იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის, ადეიშვილის დავალებებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მათი მხარდამჭერებისგან ბევრი საუბარია შერიგებაზე, მაგრამ მათ შერიგება პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს.

„გვეუბნებიან, შეგვირიგდითო, მაგრამ მათ შერიგება პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს, ვინც ციხეებში სცემეს, ვისაც მორიგეობით აძინებდნენ საკნებში და ვისაც ჯანმრთელობა სამუდამოდ შეურყიეს; იმ ადამიანებს, ვისაც ე.წ ბუნტის დროს, ორთაჭალის ციხეში ძმები და შვილები ჩაუხოცეს. აი, პირველ რიგში, მათ უნდა სთხოვონ შერიგება-პატიება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ პატიება რომც ითხოვონ და მეორე მხრიდან ამ თხოვნას პატიება მოჰყვეს, რა თქმა უნდა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ბოროტი ძალა ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, მეორე მხარეს მდგომი პოლიტიკოსები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და ეს არ მოხდეს. ეს არის სწორედ ის, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ. ანუ, წარსულში დაბრუნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები დამოუკიდებლად გადაიბაროს, ამიტომ, კოალიციური მართვა გარდაუვალი მომავალია
Next post კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1525 თბილისში, 876 იმერეთში, 878 კი კახეთში გამოვლინდა